მიმები

განსაკუთრებული შოუ გჭირდებათ? სადაც დღესასწაულს დიდი იუმორის გრძნობა მართავს, სადაც მოქმედება სუნთქვას გიკარგავს და არ გაძლევთ შესაძლებლობას ერთი წუთით მოაცილოთ თვალი?

მაშინ თქვენ მიმები გჭირდებათ. ისინი უნიკალური და განუმეორებელია. აქ ზედმეტია სიტყვები, მხოლოდ სხეულის ენა, სახის გამომეტყველება, ჟესტები და ცეკვა.

მრავალფეროვნება, რომელიც მიმ - მსახიობებს გააჩნიათ, ამოუწურავია. ისინი მზად არიან საზოგადოების წინაშე წარდგნენ ნებისმიერი გამოსახულებით: რომანტიკული ფრანგი, ნაზი ანგელოზი, ზერელე არლეკინი,მკაცრი უფროსი ან დაბნეული სტუდენტი, ინტელექტუალური მეცნიერი ან სასაცილო ბავშვი, ჩარლი ჩაპლინის როლში, მეზღვაური კოსტუმებით მიმზიდველი "ზოლებიანი მიმები", მეკობრეები და მრავალი სხვა...

მოემზადეთ ემოციების ქარიშხლისთვის, რადგან მიმები დღესასწაულისთვის უჩვეულოდ საინტერესო, ამაღელვებელი მოვლენაა. თქვენ შეხვდებით სიცილს, სიურპრიზს, სიხარულს, თანაგრძნობას და აღფრთოვანებას.

მიმების მხატვრული შესრულება გულგრილს არავის ტოვებს.