კონფეტის წვიმა
კონფეტის წვიმა არის ფართოდ გავრცელებული მომსახურეობა წვეულებისა და კარნავალის ატმოსფეროს შესაქმნელად .
ათასობით ფერადი და მრავალფეროვანი ქაღალდი ქმნის ერთგვარ ფანტასტიკურ წვიმას ან თოვლს. კონფეტი გამოიგონეს საფრანგეთში, პარიზში მე -19 საუკუნის ბოლოს და მას შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა.ხშირად ვხედავთ ამ ფერად წარმოდგენას კინოსა და ჰოლივუდის წვეულებებზე, შოუებზე და დაჯილდოების ცერემონიებზე !
ამიტომ, ჩვენს გონებაში ეს პატარა ქაღალდი მტკიცედ ასოცირდება ტრიუმფთან, გამარჯვებასთან და დადებით ემოციებთან.
ყველას უყვარს კონფეტი ..ბავშვთა წვეულებაზე ყველა აღფრთოვანებული დარჩება , კორპორატიული საღამოსთვის კი ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს თანამშრომლებში და კომუნიკაციისა და დისკუსიის საგანი გახდება.მოაწყეთ კონფეტი შეყვარებულის რომანტიულ პაემანზე და მას ეს სამუდამოდ დაამახსოვრდება ,ქორწილში კი ეს დიდი სიურპრიზი იქნება ახალდაქორწინებულთათვის.